"დიდი ოცეულის" წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები გლობალური ეკონომიკური გამოწვევების განსახილველად ინდოეთში შეხვედრას მართავენ
18/07/2023 08:21:50 მსოფლიო
"დიდი ოცეულის" წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები ინდოეთში, ქალაქ განდინაგარში შეიკრიბნენ. მათი განხილვის მთავარ საკითხებს შორის არის გლობალური ეკონომიკური გამოწვევები. მათ შორის ყურადღება გამახვილდება კლიმატის ცვლილებისა და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში მზარდი ვალის საფრთხეებზე.
”რაც ჩვენ გვჭირდება არის კოორდინირებული საერთაშორისო ძალისხმევა ამ რთული პერიოდში", – განაცხადა ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა ნირმალა სითჰარამანმა.
ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრები 18 ივლისს დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს არ შეერთებია. ის ომში ჩართულ ქვეყანასთან ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს.


