Accentnews.ge
იაპონია და საფრანგეთი პირველად გამართავენ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს

იაპონია და საფრანგეთი პირველად გამართავენ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს

18/07/2023 08:05:15 მსოფლიო

იაპონიის და საფრანგეთის საჰაერო ძალები ერთობლივ სამხედრო წვრთნებს პირველად ჩაატარებენ.

წვრთნები საბრძოლო თვითმფრინავების ჩართულობით 26-დან 29 ივლისამდე გაიმართება.

გადაწყვეტილების შესახებ ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა იაპონიის თავდაცვის მინისტრმა იასუკაზუ ჰამადამ.

„ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საფრანგეთის ჩართულობის განვითარებას და „ღია და თავისუფალი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის“ კონცეფციის რეალიზებას“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

მოელიან, რომ წვრთნებში იაპონიის მხრიდან ჩართავენ სამ F-15–ის და ორ F-2–ის გამანადგურებლებს, ხოლო საფრანგეთის საჰაერო ძალებიდან წარმოდგენილი იქნება ორი "რაფალი"–ს ტიპის გამანადგურებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S