
აშშ-ის საელჩო: "რუხის საავადმყოფოს 100 000 დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადავეცით"
18/07/2023 07:50:08 საზოგადოება
საქართველოში ამერიკის საელჩომ გასულ კვირას რუხის საავადმყოფოს 100 000 დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა.
"სამეგრელოში მდებარე ამ სამედიცინო დაწესებულებას შეუძლია ერთდროულად 140 პაციენტს მოემსახუროს, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებლებს. აღჭურვილობას შორის იყო ქირურგიული განათება, საოპერაციო მაგიდა, პაციენტის მონიტორი, ანესთეზიის დანადგარი და ვიდეო კოლპოსკოპი" - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საელჩო "ფეისბუქზე" ავრცელებს.