
გორში 2 წლის ბავშვი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა
18/07/2023 07:32:25 საზოგადოება
გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მესამე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა.
შემთხვევის შედეგად ბავშვმა ქალა-ტვინის ტრავმა მიიღო.
იგი თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.