ტაიფუნის გამო ჩინეთში 260 000–მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
18/07/2023 07:13:58 მსოფლიო
ტაიფუნ „ტალიმის გამო ჩინეთის პროვინცია გუანგდონგში 260 000–მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ქარიშხალმა სანაპიროს დაარტყა, ხოლო ძლიერმა ქარმა და წვიმამ გამოიწვია ასობით ავიარეისისა და სარკინიგზო რეისების გაუქმება.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, რომელზეც ასახულია სანაპიროზე გამორიყული ვეშაპი.
როგორც BBC იუწყება, მიმდინარე წელს ეს უკვე რიგით მეოთხე ძლიერი ტაიფუნია, რომელიც ქვეყანას დაატყდა თავს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სამხრეთ სანაპიროზე კოკისპირული წვიმაა, რომელიც ტაიფუნს მოჰყვა, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ჰაერის რეკორდული ტემპერატურა ფიქსირდება.
Reuters-ის ცნობით, ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სანბაოში ჰაერის ტემპერატურამ 52,2 გრადუსს მიაღწია.
გამოცემის ცნობით, მანამდე, ჩინეთში დაფიქსირებული ჰაერის ტემპერატურის მაქსიმალური ნიშნული 50,3 გრადუსს შეადგენდა.


