Accentnews.ge
ანდრეი ერმაკი: მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ რუსეთის ფედერაციის მიზანს შიმშილი და ადამიანების დაღუპვა წარმოადგენს

ანდრეი ერმაკი: მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ რუსეთის ფედერაციის მიზანს შიმშილი და ადამიანების დაღუპვა წარმოადგენს

18/07/2023 06:55:07 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის ანდრეი ერმაკის განცხადებით, მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ რუსეთის ფედერაციის მიზანს შიმშილი და ადამიანების დაღუპვა წარმოადგენს.

"რუსეთის მიერ ოდესასა და მიკოლაევზე რაკეტების და დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ტერორისტი ქვეყანა უკრაინის სურსათის ექსპორტისგან დამოკიდებულ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, მსოფლიოს მასშტაბით კი, ასეთი ადამიანების რაოდენობა 400 მილიონს აღწევს", – განაცხადა ერმაკმა.

მისი თქმით, რუსეთს ლტოლვილთა ნაკადები სჭირდება, რათა დაასუსტონ დასავლეთი.

17 ივლისს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი განაცხადა „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელებაზე, უკრაინამ შუამავალ გაერო–ს და თურქეთს მიმართა, რუსეთის გარეშე უზრუნველყონ შავი ზღვის საექსპორტო დერეფნის მუშაობა. ამ თემაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პარტნიორ სახელმწიფოებთან კონსულტაციებს აწარმოებს ნიუ-იორკში, გაერო–ს შტაბ-ბინაში.

შეთანხმების ვადის გასაგრძელებლად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებას გეგმავს შუამავალი სახელმწიფოს –თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S