Accentnews.ge
"ვაგნერმა" რუსეთში მთავარი ბაზის დახურვის შესახებ განაცხადა

"ვაგნერმა" რუსეთში მთავარი ბაზის დახურვის შესახებ განაცხადა

18/07/2023 06:49:15 მსოფლიო

რუსეთის კრასნოდარის მხარეში ცივილიზებული სამყაროს მიერ ტერორისტულად აღიარებული დაჯგუფების "ვაგნერის" მთავარი ბაზა იხურება, რომელიც მდებარეობს მოლკინოს სამხედრო პოლიგონზე, ქალაქ გორიაჩი კლიუჩთან ახლოს მდებარეობს,– ამის შესახებ ტელეგრამ–არხი "Разгрузка Вагнера" იტყობინება.

„მოლკინოს ბაზა წყვეტს არსებობას. "ვაგნერი" დისლოკაციის ახალ ადგილებში მიემგზავრება“, - ამბობს ტელეგრამ–არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პირი.

23-24 ივნისის აჯანყების შემდეგ კრემლმა გამოაცხადა, რომ ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში გადავა. კომპანიის დაქირავებულებს შესთავაზეს შინ დაბრუნება, ხელშეკრულების რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმება ან პრიგოჟინთან ერთად ბელარუსში წასვლა.

14 ივლისს ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლების მოგილევის რეგიონში დაბანაკება. უწყების ცნობით, "ვაგნერელებმა" დაიწყეს ბელარუსის სამხედრო ტერიტორიული ჯარების წვრთნა ოსიპოვიჩის მახლობლად მდებარე ბანაკში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S