კანადაში ტყის ხანძრებს ორი მეხანძრე ემსხვერპლა, დამწვარია 10 მლნ ჰექტარზე მეტი ტერიტორია
18/07/2023 06:14:25 მსოფლიო
კანადაში ტყის ხანძრებს მსხვერპლი მოჰყვა. ცეცხლს ორი მეხანძრის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ხანძრის შედეგად 10 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა, რაც ისლანდიის ფართობის ტოლია, -იუწყება The Guardian.
ტყის ხანძრების გამო 120 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა, შეფერხდა ნავთობისა და გაზის წარმოება ალბერტაში.
ყველაზე რთული მდგომარეობაა კანადის დასავლეთში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, სადაც ასობით ხანძარი მძვინვარებს. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს გვალვა. პროვინციაში ხანძართან ბრძოლაში კანადელ მეხანძრეებს ავსტრალიელი, ამერიკელი, მექსიკელი და ახალი ზელანდიელი მეხანძრეებიც ეხმარებიან.


