Accentnews.ge
იენს სტოლტენბერგი: ვგმობ „მარცვლეულის შეთანხმებიდან" გასვლის შესახებ რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას

იენს სტოლტენბერგი: ვგმობ „მარცვლეულის შეთანხმებიდან" გასვლის შესახებ რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას

18/07/2023 06:02:15 მსოფლიო

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლა დაგმო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„ვგმობ რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლის შესახებ, ჩვენი მოკავშირე თურქეთისა და გაერო-ს ძალისხმევის მიუხედავად. რუსეთის უკანონო ომი უკრაინის წინააღმდეგ ზიანს აყენებს მილიონობით დაუცველ ადამიანს მთელ მსოფლიოში“, – წერს სტოლტენბერგი.

17 ივლისს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი განაცხადა „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელებაზე, უკრაინამ შუამავალ გაერო–ს და თურქეთს მიმართა, რუსეთის გარეშე უზრუნველყონ შავი ზღვის საექსპორტო დერეფნის მუშაობა. ამ თემაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პარტნიორ სახელმწიფოებთან კონსულტაციებს აწარმოებს ნიუ-იორკში, გაერო–ს შტაბ-ბინაში.

შეთანხმების ვადის გასაგრძელებლად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებას გეგმავს შუამავალი სახელმწიფოს –თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S