Accentnews.ge
NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე შესაძლოა, 3000 ჩეხი ჯარისკაცი განათავსონ

NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე შესაძლოა, 3000 ჩეხი ჯარისკაცი განათავსონ

18/07/2023 05:49:41 მსოფლიო

ჩეხეთის ელჩმა ნატოში განაცხადა, რომ ჩეხური დანაყოფი შესაძლოა განლაგდეს სლოვაკეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში ან პოლონეთში.

ჩეხეთის ელჩმა ნატოში იაკუბ ლანდოვსკიმ ჩეხურ გამოცემა Lidové noviny-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ერთი ბრიგადა, დაახლოებით სამი ათასი ჯარისკაცი უნდა განათავსოს.

"ათმილიონიანი ქვეყნისთვის, როგორიცაა ჩეხეთი, ბრიგადა მინიმალურია", - თქვა ჩეხმა დიპლომატმა და დასძინა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ვილნიუსში ნატოს სამიტზე მიიღეს.

"ჩვენი თვალსაზრისით, მიზანშეწონილი იქნება ლოგისტიკური ჯაჭვის შემცირება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენი ტერიტორიის გავლით მოხდება შესაბამისი აღჭურვილობით ნატოს ჯარების რეგულარული გადაადგილება აღმოსავლეთ ფლანგზე ", - განაცხადა ჩეხეთის ელჩმა ნატოში. .

ჩეხეთის ელჩმა აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად მუდმივი მზადყოფნის ნატოს ჯარების რაოდენობის ზრდას, ვილნიუსის სამიტის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება უწოდა.

"ალიანსი ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დიდ ცვლილებებს განიცდის. მრავალი თვალსაზრისით, ჩვენ მას ვუბრუნდებით", - განაცხადა ჩეხეთის წარმომადგენელმა ნატოში, იაკუბ ლანდოვსკიმ ჩეხურ გამოცემა Lidové noviny-სთან ინტერვიუში.

ნატოს ვილნიუსში სამიტზე ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალების 300 ათას ჯარისკაცამდე გაზრდა, გადაწყდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S