Accentnews.ge
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი თაღლითობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი თაღლითობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

24/05/2019 06:00:55 სხვა, სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და თბილისის მერიის შიდა აუდიტის თანამშრომლებმა თაღლითობის მცდელობის ბრალდებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტობუსების ექსპლუატაციის უსაფრთხოების და მოძრაობის ორგანიზების სამსახურის ინსპექტორი დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი გ. საქართველოს მოქალაქეს პირდებოდა შპს  თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში კონდუქტორის თანამდებობაზე დანიშვნას, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 700 ლარი.

გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის  ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს", – ნათქვამია სუს–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S