Accentnews.ge
სტიქია კახეთში: დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დაისეტყვა ვენახები და ბაღები

სტიქია კახეთში: დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დაისეტყვა ვენახები და ბაღები

17/07/2023 18:44:23 საზოგადოება

ყვარლის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა ქალაქში პრობლემები შექმნა. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები. მოგლეჯილია ხეები. ყვარელში მარჯანიშვილის ქუჩაზე ავტომობილებით მოძრაობა დროებით შეფერხებულია.

ადგილობრივების თქმით, დასეტყვილია ათობით ჰექტარი ვენახი და ერთწლიანი კულტურები (სიმინდი, მზესუმზირა, საზამთროს და ნესვის ბაღები).

ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ელექტროგადამცემი ბოძები. დაზიანებულია სადენებიც. მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. მიმდინარეობს გზების ხეებისგან გაწმენდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S