Accentnews.ge
აზერბაიჯანმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების მიზნით 7,6 მლნ აშშ დოლარი გამოუყო

აზერბაიჯანმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების მიზნით 7,6 მლნ აშშ დოლარი გამოუყო

17/07/2023 17:30:09 მსოფლიო

პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განკარგულებით, აზერბაიჯანმა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 7,6 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

დაფინანსების უზრუნველყოფა აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისტროს დაევალა.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ეს თანხა უკრაინისთვის ელექტროდანადგარების შესყიდვა-მიწოდებაზე დაიხარჯება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანმა რამდენჯერმე გაგზავნა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S