ჩინეთში ჰაერის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი, 52,2 გრადუსი დაფიქსირდა
17/07/2023 17:07:58 მსოფლიო
ჩინეთში ჰაერის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. Reuters-ის ცნობით, ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სანბაოში ჰაერის ტემპერატურამ 52,2 გრადუსს მიაღწია.
გამოცემის ცნობით, მანამდე, ჩინეთში დაფიქსირებული ჰაერის ტემპერატურის მაქსიმალური ნიშნული 50,3 გრადუსს შეადგენდა.
ახალი ტემპერატურული რეკორდის ფონზე, ჩინეთში იზრდება საშიშროება, რომ ქვეყანაში ძლიერი გვალვა იქნება.


