დნესტრისპირეთში ოპოზიციის ლიდერი მოკლეს
17/07/2023 16:26:05 მსოფლიო
არაღიარებული დნესტრისპირეთის ოპოზიციის ლიდერი, "კომუნისტური პარტიის" ხელმძღვანელი ოლეგ ხორჟანი დღეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება, კერძოდ, აღმოჩენილია დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები - იუწყება ადგილობრივი შსს.
მისივე ინფორმაციით, ხორჟანი საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ოთახში ღია სეიფის წინ აღმოაჩინეს.
მომხდარს რუსეთის "კომუნისტური პარტიის" ლიდერი გენადი ზიუგანოვი გამოეხმაურა და დნესტრისპირელ სამართალდამცველებს "ამ საზარელი მკვლელობის გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება" მოსთხოვა.


