Accentnews.ge
"ჩვენი ურთიერთობა საერთაშორისო დონეზე არის უმაღლეს წერტილში, პრემიერი აქტიურად მონაწილეობს ყველა ფორმატის შეხვედრაში და უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი შეხვედრა აქვს დაგეგმილი ევროპაში"

"ჩვენი ურთიერთობა საერთაშორისო დონეზე არის უმაღლეს წერტილში, პრემიერი აქტიურად მონაწილეობს ყველა ფორმატის შეხვედრაში და უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი შეხვედრა აქვს დაგეგმილი ევროპაში"

17/07/2023 16:27:57 თავდაცვა

„ჩვენი ურთიერთობა საერთაშორისო დონეზე არის უმაღლეს წერტილში და შარშანდელი ნატო–ს წვრთნებიც ამას ცხადყოფს“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ "ის აზრი, თითქოს საქართველოს ნატოსთან დაკავშირება შეფერხებულია, სიმართლეს არ შეესაბამება".

„შვიდი საერთაშორისო წვრთნაჩატარდა საქართველოში. არასდროს ასეთი შედეგი ჩვენ არ გვქონია, რომ საქართველოს ემასპინძლოს ერთი წლის განმავლობაში შვიდი საერთაშორისო წვრთნისთვის“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრმა საქმიანი ვიზიტების დინამიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატოს მხრიდან საქართველოსთვის ვილნიუსის სამიტზე არანაირი პრეტენზია არ ყოფილა წამოყენებული.

მისი განმარტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აქტიურად მონაწილეობს ყველა ფორმატის შეხვედრაში და უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი შეხვედრა აქვს დაგეგმილი ევროპაში.

„მე პირადად ვიყავი, ალბათ რეკორდული ციფრია, 7-ჯერ ერთიწლის განმავლობაში ნატოში, სადაც შეხვედრა გავმართე გენერალურ მდივანთან, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნატოს მინისტერიალებს დავესწარი, ჩვენ ვართ რამშტაინისჯგუფის წევრები. აბსოლუტურად რელევანტურობა დაკარგული აქვს ამ საკითხს. ჩვენ განვიხილეთ ის ფორმატები პარტნიორებთან ერთად, რაც უნდა ჩატარებულიყო ვილნიუსში. რა თქმა უნდა, შევარჩიეთ ის ფორმატი, რომელიც მეტ - ნაკლებად მისაღები იქნებოდა ჩვენთვისაც, მათთვისაც და ის გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული ვილნიუსში, ჩვენს ოპონენტებს სურთ ეს უარყოფითად დაანახონ ჩვენ საზოგადოებას, თუმცა, ამას პერსპექტივა არ აქვს, რადგან ერთხმად ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებს, რომ ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა საქართველოსთვის და კიდევ ერთხელ ამ გზის პერსპექტივის სიცხადე, არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S