Accentnews.ge
უკრაინის მხარეზე მებრძოლმა ჩეჩნურმა რაზმმა ბელგოროდის რეგიონში დივერსიული აქტი მოაწყო

უკრაინის მხარეზე მებრძოლმა ჩეჩნურმა რაზმმა ბელგოროდის რეგიონში დივერსიული აქტი მოაწყო

17/07/2023 15:37:29 მსოფლიო

უკრაინის მხარეზე მებრძოლი განსაკუთრებული დანიშნულების ჩეჩნური ბატალიონის მებრძოლებმა ბელგოროდის ოლქში დივერსიული ოპერაცია ჩაატარეს. ამის შესახებ აღნიშნულ ქვედანაყოფთან დაახლოებულმა წყაროებმა საიტ „კავკაზ.რეალიის“ აცნობეს.

მანამდე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ამ ოპერაციის ამსახველი ვიდეო, რომელზეც ჩეჩნურ ენაზე მოსაუბრე შეიარაღებული სამხედროები გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრავ "Z"-სიმბოლოიან სატირთო ავტომობილს ცეცხლს უშენენ. ინტენსიური ცეცხლის შემდეგ მანქანა გზიდან გადადის და ჩერდება, მაგრამ სროლა ამის შემდეგაც გრძელდება. ეს ვიდეო 17 ივლისს უკრაინის შეიარაღებული ძალების დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა.

"ჩეჩენი ჯარისკაცები აგრძელებენ ბრძოლას რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, იცავენ უკრაინელ და ჩეჩენ ხალხებს", - ნათქვამია უწყების ცნობაში, რომელშიც არ არის ზუსტად მითითებული, თუ როდის, სად, რა მიზნით და რომელმა დანაყოფმა მოახდინა ეს ჩასაფრება.

რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარეზე ჩეჩენთა რამდენიმე მოხალისე ბატალიონი იბრძვის, ზოგიერთი ქვედანაყოფი ოფიციალურად უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში შედის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S