ზელენსკი: უკრაინა „მარცვლეულის შეთანხმებას“ რუსეთის გარეშე გააგრძელებს
17/07/2023 14:46:15 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, "მარცვლეულის შეთანხმება" რუსეთის გარეშე გააგრძელოს და "შესაბამის შეტყობინებებს გაუგზავნის შეთანხმების შუამავლებს - გაერო-სა და თურქეთს".
"ჩვენ გვქონდა ორი შეთანხმება: უკრაინა, თურქეთი, გაერო; კიდევ ერთი შეთანხმება – რუსეთი, თურქეთი, გაერო. ამიტომ, როდესაც რუსეთი ამბობს, რომ აჩერებს, ის არღვევს შეთანხმებებს გაერო–ს გენერალურ მდივანთან გუტერეშთან და პრეზიდენტ ერდოანთან. და არა ჩვენთან, რადგან მათთან არანაირი შეთანხმება ჩვენ არ გვქონია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა აფრიკელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.
ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი უარს აცხადებს, გააგრძელოს გაერო–სა და თურქეთის შუამავლობით უკრაინასთან მიღწეული შეთანხმება, რომელიც უკრაინიდან ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტს ითვალისწინებს.


