
ეროვნული ბანკი: პროგრამა არ შეწყვეტილა, სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა გრძელდება
17/07/2023 14:26:49 ეკონომიკა
პროგრამა არ შეწყვეტილა, არამედ სავალუტო ფონდის ბორდზე პროგრამის მიმოხილვის წარდგენა გადაიდო, ფონდთან თანამშრომლობა გრძელდება, – ამის შესახებ "საქართველოს პირველ არხს" ეროვნულ ბანკში განუცხადეს.
„როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც დაადასტურა, პროგრამა არ შეწყვეტილა, არამედ სავალუტო ფონდის ბორდზე პროგრამის მიმოხილვის წარდგენა გადაიდო.
თანამშრომლობა სავალუტო ფონდთან გრძელდება. ამჟამადაც მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან“, – განაცხადეს საქართველოს ეროვნულ ბანკში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდში ადასტურებენ, რომ ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის მეორე მიმოხილვა გადაიდო.