
მთავრობის ადმინისტრაციაში უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
17/07/2023 12:01:22 პოლიტიკა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი ეწვია.
უზბეკეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა.
მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები გააცნეს.
დახვედრის ცერემონიის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში გაიმართა.