Reuters: ევროკავშირი არგენტინიდან გაზის იმპორტის საკითხს განიხილავს
17/07/2023 11:54:09 მსოფლიო
ევროკავშირი არგენტინიდან გაზის იმპორტის საკითხს განიხილავს, – იუწყება Reuters.
გამოცემის ინფორმაციით, მხარეები აპირებენ, ხელი მოაწერონ ურთიერთგაგების მემორანდუმს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვაჭრობა არ უნდა განხორციელდეს იმ გზით, რომ ამან უარყოფითი გავლენა იქონიოს არგენტინის სამომხმარებლო საჭიროებებზე და ასევე ორივე მხარის მიზნებზე, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით.
ევროკომისია ჯერ–ჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროპა გაზის იმპორტის ახალ წყაროებს აქტიურად ეძებს.


