Accentnews.ge
ფოთი საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს მასპინძლობს

ფოთი საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს მასპინძლობს

17/07/2023 11:48:10 რეგიონები, რეკლამა

ქალაქი ფოთი საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს "ნანა ალექსანდრიას თასი -2023" მასპინძლობს.

ფოთის მერიის ცნობით, მასში 10 ქვეყნის 415 მოჭადრაკე ასპარეზობს. მათ შორის საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები. ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 11 სხვადასხვა კატეგორიის ტურნირი ჩატარდება.

ფესტივალის საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენს. საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით იმართება. მისი ორგანიზატორია ფოთის საჭადრაკო კლუბი "ნანა" და მას მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მასპინძლობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S