Accentnews.ge
დიდმა ბრიტანეთმა რუს მინისტრებს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუს მინისტრებს სანქციები დაუწესა

17/07/2023 11:31:17 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო სიას 14 ახალი პუნქტი დაამატა. "როიტერის" ინფორმაციით, ლონდონმა შეზღუდვები ამჯერად რუსეთის კულტურის მინისტრ ოლგა ლუბიმოვასა და განათლების მინისტრ სერგეი კრავცოვის, ასევე რიგი სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ შემოიღო.

როგორც ბრიტანული მხარე განმარტავს, ლუბიმოვას სანქციები იმ პოლიტიკისა და მოქმედებების მხარდაჭერის გამო შეეხო, რომლებიც "უკრაინის დესტაბილიზაციას იწვევს და მის ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება, ხოლო კრავცოვსა და სხვებს - იმაში მონაწილეობის გამო, რასაც ბრიტანეთი "უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაციის პროგრამად" მოიხსენიებს.

ცნობისთვის: სადღეისოდ, უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, ქვეყნის ოიკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთში 20 ათასი უკრაინელი ბავშვის იძულებითი გადაყვანის ფაქტებია ცნობილი.

მიდმინარე წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ამის საფუძველზე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S