
"ფორმულა": სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეარხის ჟურნალისტი დაზარალებულად სცნო
17/07/2023 11:26:38 საზოგადოება
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა "ფორმულას" ჟურნალისტ სალომე ბოკუჩავას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, "ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცის დედამ „ფორმულას” ჟურნალისტზე იძალადა”
13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს ბათუმის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
40 წლამდე ასაკის კაცი ბათუმში 11 ივლისს დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურებას გულისხმობს.