თურქეთმა კოსოვოს საბრძოლო Bayraktar- ები გადასცა
17/07/2023 11:27:21 მსოფლიო
კოსოვოს შეიარაღებული ძალების არსენალი თურქული შემტევი უპილოტო Bayraktar TB2- ებით შეივსო. ამის შესახებ კლოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი სოციალურ ქსელში წერს და გადაცემული საფრენი აპარატის ფოტოსაც აქვეყნებს.
"ჩვენი არმიის არსენალი შეივსო Bayraktar TB2- ებით, რომლებიც თურქეთისგან შევისყიდეთ. მმართველობის ორი წლის განმავლობაში ჯარის რიცხოვნობა 80%-ზე მეტით გავზარდეთ, ხოლო არმიის ბიუჯეტი - 100%-ზე მეტით. Bayraktar TB2- ების წყალობით კოსოვო კიდევ უფრო უსაფრთხო გახდა" - წერს პრემიერი.
კონკრეტულად რამდენი Bayraktar TB2 გადაეცა კოსოვოს - არ საჯაროვდება.


