Credit Suisse-თან დაკვშირებული საგამოძიებო მასალები 50 წლით გასაიდუმლოვდება
17/07/2023 11:03:15 მსოფლიო
შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ის კრახის მიზეზების შემსწავლელი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მასალები 50 წლით გასაიდუმლოვდება., - ნათქვამია საპარლამენტო კომისიის განცხადებაში. გასაიდუმლოების ესოდენ მაღალმა დონემ შვეიცარიელი ისტორიკოსების შეშფოთება გამოიწვია, - წერს Reuters.
როგორც კომისიის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, იგი თავის მასალებს შვეიცარიის ფედერალურ არქივს სტანდარტულ 30 წელზე მეტი ვადით იმ მიზნით გადასცემს, რათა უზარმაზარი საზოგადოების ინტერესის მქონე გამოძიების კონფიდენციალურობის მაღალი დონე უზრუნველყოს.
გამოძიება ეძღვნება შვეიცარიის მთავრობის ფინანსური რეგულატორისა და ცენტრალური ბანკის მოქმედებას პერიოდში, რომელიც მარტში UBS ბანკის მიერ Credit Suisse-ის შთანთქმას უძღვოდა წინ.
აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის ფედერალური პროკურატურა აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ გამოძიებას აწარმოებს.


