Accentnews.ge
რუსეთის ფედერაციის საბჭოში გამოვიდნენ მოწოდებით, "ყირიმის ხიდის აფეთქების საპასუხოდ უკრაინას ოდესა წაართვან"

რუსეთის ფედერაციის საბჭოში გამოვიდნენ მოწოდებით, "ყირიმის ხიდის აფეთქების საპასუხოდ უკრაინას ოდესა წაართვან"

17/07/2023 10:55:40 მსოფლიო

რუსეთმა ოდესა და ნიკოლაევი უნდა დაიპყროს ყირიმზე სამომავლო შეტევების გამოსარიცხად, - ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორი ვლადიმირ ჯაბაროვი ქერჩის ხიდის აფეთქებას, რომელშიც ქვეყნის ხელისუფლება უკრაინას ადანაშაულებს.

მისივე აზრით, "უკრაინა შავ ზღვას მთლიანად უნდა მოსწყდეს - სხვა შემთხვევაში ყირიმზე თავდასხმები გაგრძელდება, ამდენად ოდესა და ნიკოლაევი კვლავ რუსულ რეგიონებად უნდა იქცნენ".

თავის მხრივ, მისი კოლეგა ანდრეი კლიშასი აცხადებს, რომ "უკრაინის დენაციპიკაცია და დემილიტარიზაცია ძალზედ აქტუალური ამოცანებია და ისინი შერსრულებულად მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, როცა მსგავსი აქციები უკრაინის სახელმწიფოს ნარჩენების მხრიდან შეუძლებელი გახდება".

ყირიმის ხიდზე წლის განმავლობაში მომხდარი მეორე აფეთქება 17 ივლისის ღამეს მოხდა. შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი - ბელგოროდის ოლქის მკვიდრი წყვილი. მათი 15 წლის ქალიშვილმა საშუალო სიმძიმის ჭრილობები მიიღო და ჰოსპიტალიზებულია, - იუწყება რუსული მედია.

ხიდის აფეთქების გამო ქერჩის სრუტეზე როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია, შეწყდა საბორნე მიმოსვლაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S