Accentnews.ge
მედია: ხიდის აფეთქების შემდეგ რუსეთის მოქალაქეები ყირიმიდან გარბიან

მედია: ხიდის აფეთქების შემდეგ რუსეთის მოქალაქეები ყირიმიდან გარბიან

17/07/2023 10:44:59 მსოფლიო

ქერჩის ხიდის აფეთქების შემდეგ ნახევარკუნძულის ათასობით რუსი მკვიდრი და ტურისტი ყირიმს სასწრაფოდ ტოვებს, - იუწყება The Moscow Times. სანამ რუსეთის ხელისუფლება ხიდის აღდგენის ვადებს ადგენს და ავტომობილისტებს საბორნე გადასასვლელით სარგებლობას სთავაზობს, ყირიმიდან ხელმისაწვდომ გასასვლელებში გიგანტური საცობები შეიქმნა.

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ხერსონის ანექსირებული ოლქისკენ, მელიტოპოლისკენ მიმავალ გზაზე 5 კილომეტრიანი საცობია შექმნილი.

რუსეთის სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის კავშირის მონაცემებით ამჟამად ნახევარკუნძულზე 50 ათასამდე რუსი ტურისტია შესული, მათი უმრავლესობა - პირადი ავტომობილით.

ხიდის აღდგენის ვადები სავარაუდოდ, საღამოსთვის განისაზღვრება, - განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა, რომელსაც პრეზიდენტმა პუტინმა აღდგენითი სამუშაოების კოორდინირება დაავალა.

ყირიმის ხიდზე წლის განმავლობაში მომხდარი მეორე აფეთქება 17 ივლისის ღამეს მოხდა. შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი - ბელგოროდის ოლქის მკვიდრი წყვილი. მათი 15 წლის ქალიშვილმა საშუალო სიმძიმის ჭრილობები მიიღო და ჰოსპიტალიზებულია, - იუწყება რუსული მედია.

ხიდის აფეთქების გამო ქერჩის სრუტეზე როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია, შეწყდა საბორნე მიმოსვლაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S