Accentnews.ge
უკრაინის უშიშროება: "როგორ აფეთქდა ყირიმის ხიდი - ომის დასრულების შემდგომ გიამბობთ"

უკრაინის უშიშროება: "როგორ აფეთქდა ყირიმის ხიდი - ომის დასრულების შემდგომ გიამბობთ"

17/07/2023 10:19:12 მსოფლიო

კიევი ყირიმის ხიდთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება, მისი აფეთქების ორგანიზების დეტალებს კი მხოლოდ ომში გამარჯვების შემდეგ გაამხელს, - განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმოამდეგენელმა არტემ დეხტიარენკომ.

"ამ ეტაპზე ინტერესით ვადევნებთ თვალს, როგორ ვერ გაუძლო პუტინის რეჟიმის ამ ერთ-ერთმა მთავარმა სიმბოლომ სამხედრო დატვირთვას. თუ გახსოვთ, ერთ-ერთ ინტერვიუში ჩვენი სამსახურის უფროსმა ვასილი მალიუკმა მოწინააღმდეგის ლოგისტიკური გზების შესაძლო გადაჭრის შესახებ განაცხადა. საერთაშორისო სამართლის ნორმები, ოპერატიული ვითარების ანალიზი და ომის წარმოების ტრადიციები ამის შესაძლებლობას გვაძლევს: ყირიმის ხიდი რუსული არმიის მომარაგების მნიშნელოვანი სატრანსპორტო დერეფანია"- აღნიშნა დეხტიარენკომ.

მანამდე "ტვიტერში" უკრაინის უშიშროების სამსახური ხიდის აფეთქებას გამოეხმაურა სიტყვებით "ხიდს კვლავ ჩაეძინა" და მკითხველს გასული წლის 8 ოქტომბრის აფეთქება შეახსსენა თანდართული ფოტოთი.

"ტვიტერშივე" გამოეხმაურა მომხდარს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი: "ნებისმიერ უკანონო კონსტრუქციას, რომელიც რუსეთის მასობრივი მკვლელობის ინსტრუმენტების ლოჯისტიკას უზრუნველყოფს, დიდი სიცოცხლე არ უწერია, განურჩევლად აფეთქების მიზეზებისა".

ყირიმის ხიდზე წლის განმავლობაში მომხდარი მეორე აფეთქება 17 ივლისის ღამეს მოხდა. შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი - ბელგოროდის ოლქის მკვიდრი წყვილი. მათი 15 წლის ქალიშვილმა საშუალო სიმძიმის ჭრილობები მიიღო და ჰოსპიტალიზებულია, - იუწყება რუსული მედია.

ხიდის აფეთქების გამო ქერჩის სრუტეზე როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია, შეწყდა საბორნე მიმოსვლაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S