კულება სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა
17/07/2023 10:10:06 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ორდღიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს კულება ნიუ–იორკში გაერო–ს უშიშროების საბჭოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, ხვალ კი გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს.
ამასთან, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს უცხოელ კოლეგებთან და გაერო–ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელობასთან.


