Accentnews.ge
ამინდის 18-20 ივლისის პროგნოზი

ამინდის 18-20 ივლისის პროგნოზი

17/07/2023 09:58:50 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება.

სინოპტიკოსები თბილ და უნალექო ამინდს 18-დან 20 ივლისამდე პროგნოზირებენ.

„17 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი და ქარიანი ამინდი. 18-20 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი იქნება.

ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება“,-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S