Accentnews.ge
სამხრეთ კორეაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს მიაღწია

სამხრეთ კორეაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს მიაღწია

17/07/2023 09:10:16 მსოფლიო

სამხრეთ კორეაში გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობების და მეწყრების გამო დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს მიაღწია. ათი ათასამდე ადამიანის ევაკუირებულია.

Reuters-ის ცნობით, ბევრი დაღუპული დატბორილ მიწისქვეშა გადასასვლელში ნახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხრა პირი დაკარგულად ითვლება, დაშავებულია 34 ადამიანი. ძლიერი წვიმა გასული კვირის შემდეგ გრძელდება და როგორც მეტეოროლოგები ვარაუდობენ, უხვი ნალექი დღესაც მოსალოდნელია ქვეყნის დიდი ტერიტორიაზე.

ელექტროენერგიით მომარაგება ქვეყნის არაერთ რეგიონს შეუწყდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S