Accentnews.ge
Fitch: საქართველოს საგარეო შემოსავლების ზრდას მიგრანტებმა შეუწყევს ხელი

Fitch: საქართველოს საგარეო შემოსავლების ზრდას მიგრანტებმა შეუწყევს ხელი

17/07/2023 08:32:15 ეკონომიკა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი შეფასება გამოაქვეყნა. BM.GE-ს ცნობით, Fitch-მა რეიტინგი უცვლელად BB დონეზე შეინარჩუნა, ასევე უცვლელია ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი და ის კვლავ "პოზიტიურია". ამასთან ორგანიზაცია 2023 წლის განმავლობაში ქვეყანაში 6.9%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც იანვარში გამოქვეყნებულ პროგნოზთან - 4.5%-თან შედარებით 3.4 პროცენტული პუნქტით მეტია.

Fitch აღნიშნავს, რომ ტურიზმის შემოსავლების, ასევე მიგრანტების დანახარჯებისა და გზავნილების მატებამ საქართველოს საგარეო შემოსავლების ზრდას შეუწყო ხელი. საგარეო შემოსავლებს პირველი კვარტლის განმავლობაში გამყარების მნიშვნელოვანი ტენდენცია ჰქონდა და მან 13% შეადგინა. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ბალანსის დეფიციტი 2023 წლის პირველ კვარტალში 3.2 პროცენტამდე შემცირდა.

“2022 წელს მთლიანმა მიგრაციამ რუსეთის ფედერაციიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან 100,000-ს მიაღწია, 2023 წელს კი ამ მხრივ მცირედი კლება შეინიშნება”, - ნათქვამია, BM.GE-ს ცნობით, Fitch-ის მიმოხილვაში. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უცნობია მიგრაციის ეფექტი რამდენ ხანს გასტანს, თუმცა მოსალოდნელია, რომ რუსეთიდან კაპიტალის შემოდინება მნიშვნელოვნად არ შემცირდება.

Fitch ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში მმართველობის ხარისხზე. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველო ამჟამად EU-სგან კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება, რისთვისაც 12 პრიორიტეტის შესრულება არის საჭირო. ორგანიზაციის თანახმად, საქართველოს მთავრობის პოზიციამ რუსეთთან კავშირების მიმართულებით, დასავლეთთან ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია.

ინფლაციის მიმართულებით, Fitch აღნიშნავს, რომ ლარის გამყარების, ასევე სატრანსპორტო დანახარჯების შემცირების გათვალისწინებით, ინფლაცია ივნისში მკვეთრად 0.6%-მდე დაეცა. ამასთანავე, მცირდება რეფინანსირების განაკვეთიც, რაც მაისში 0.5 პროცენტული პუნქტით 10.5%-მდე შემცირდა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, Fitch-ი წლის ბოლომდე ვარაუდობს, რომ ინფლაცია 0.5%-ის მიდამოში იქნება, ხოლო 2024-2025 წლებში 3%-3.5%-ის დონეზე შენარჩუნდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S