მალიარი: უკრაინელებმა ბოლო ერთ კვირაში 18 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს
17/07/2023 07:19:09 მსოფლიო
უკრაინელებმა ბოლო ერთ კვირაში 18 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
„გასული კვირის განმავლობაში, ჯამში, აღმოსავლეთით და სამხრეთით შეტევითი მოქმედებების შედეგად თითქმის 18 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გათავისუფლდა. ზოგადად, კონტრშეტევის დროს გათავისუფლებული ტერიტორია 210.5 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს“, - განაცხადა ანა მალიარმა.


