Accentnews.ge
ბრიანსკში, მშენებარე სამხედრო ჰოსპიტალში ერთი თვის განმავლობაში მეორედ გაჩნდა ხანძარი

ბრიანსკში, მშენებარე სამხედრო ჰოსპიტალში ერთი თვის განმავლობაში მეორედ გაჩნდა ხანძარი

17/07/2023 06:54:29 მსოფლიო

რუსეთის ბრიანსკის ოლქში ერთი თვის განმავლობაში მეორედ გაჩნდა ხანძარი სამხედრო პერსონალისთვის მშენებარე საავადმყოფოს შენობაში.

რუსეთის სახელისუფლებო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ცეცხლი სამშენებლო ნარჩენს მოედო.

წინა ხანძარი 18 ივნისს გაჩნდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიზეზად ადამიანური ფაქტორი დაასახელა.

ბრიანსკში ახალი სამხედრო ჰოსპიტალის მშენებლობა წლის დასაწყისში დაიწყო და ნოემბერში უნდა დასრულდეს. რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებით, ჰოსპიტალი, რომელიც გათვლილია 150 პაციენტზე, აღჭურვილი იქნება უახლესი აპარატურით. მსგავსი საავადმყოფოები ერთდროულად შენდება კურსკში, ბელგოროდში, რიაზანში, იუჟნო-სახალინსკში, კასპიისკში, სევასტოპოლში, მირნიში და ვლადიკავკაზში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S