
ძლიერი წვიმის გამო ქუთაისში სახლები დაიტბორა
17/07/2023 06:14:43 საზოგადოება
ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა.
გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად სახლების პირველი სართულები დაიტბორა.
წერეთლისა და ბუკიას ქუჩებზე დატბორვის შედეგად სახლებში დაზიანდა ტექნიკა, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები.
წყალმა პრობლემები შექმნა სხვა ქუჩებზეც. დაიტბორა გზები და ტროტუარები.
უხვი ნალექის გამო დაზიანდა იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურაც, რის გამოც ქუთაისის იუსტიციის სახლში სერვისების გაცემა დროებით შეფერხებულია.