Accentnews.ge
პოდოლიაკი – ФСБ-ს განცხადებაზე: სიმონიანი და სობჩაკი არაფერში გვჭირდება

პოდოლიაკი – ФСБ-ს განცხადებაზე: სიმონიანი და სობჩაკი არაფერში გვჭირდება

16/07/2023 13:13:45 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ეხმიანება რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, უკრაინა კრემლის პროპაგანდისტის მარგარიტა სიმონიანისა და ჟურნალისტ ქსენია სობჩაკის მკვლელობას გეგმავდა.

„ისინი აბსოლუტურად არაფერში გვჭირდება. ეს ცხადია. ისინი აბსოლუტურად არაფერზე ახდენენ გავლენას“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

15 ივლისს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, მათ აღკვეთეს კრემლის პროპაგანდისტის მარგარიტა სიმონიანისა და ჟურნალისტ ქსენია სობჩაკის მკვლელობა.

"მკვლელობას ნეონაცისტური ჯგუფი „პარაგრაფი-88“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დავალებით გეგმავდა. ბრალდებული ნეონაცისტები 14 ივლისს მოსკოვსა და რიაზანის რეგიონში დააკავეს. მათ დაადასტურეს მკვლელობის მცდელობის მომზადება SBU-ს დავალებით, თითოეული მკვლელობისთვის 1,5 მილიონი რუბლის ჯილდოსთვის“,– ირწმუნება ФСБ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S