ბენ უოლესი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას სექტემბერში დატოვებს
16/07/2023 13:07:19 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი თანამდებობას სექტემბერში დატოვებს. ამის შესახებ მან The Times-სთან ინტერვიუში განაცხადა.
გარდა ამისა, მისი თქმით, იგი საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენს მორიგ საპარლამენტო არჩევნებში. უოლესი აცხადებს, რომ იგი ვადაზე ადრე არ იტყვის უარს დეპუტატის მანდატზე, რათა მის ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების საჭიროება არ დადგეს.
გამოცემის თანახმად, პოლიტიკოსი საკუთარი გეგმების შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს უკვე ესაუბრა.
„კარიერა პოლიტიკაში შოტლანტიის პარლამენტში, 1999 წელს დავიწყე. ეს არის 24 წელი. შვიდ წელზე მეტი ჩემს საწოლთან, სამ ტელეფონთან ერთად გავატარე“, - ამბობს უოლესი ინტერვიუში.
უოლესი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2019 წილს 24 ივნისიდან იკავებს. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა სამი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა, თუმცა უოლესი ყოველ ჯერზე ხელახლა ინიშნებოდა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის პოსტზე.


