Accentnews.ge
უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსეთის ერთ-ერთი სადაზვერვო ბრიგადის მეთაური ლიკვიდირებულია

უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსეთის ერთ-ერთი სადაზვერვო ბრიგადის მეთაური ლიკვიდირებულია

16/07/2023 10:58:01 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების ერთ-ერთი სადაზვერვო ბრიგადის მეთაურის, პოლკოვნიკ მაქსიმ ხარლამოვის ლიკვიდაცია განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერ ანატოლი სტეფან „შტირლიცზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, 2023 წლის 4 ივნისს მტრის მეთაური „წარმატებით იქნა დემილიტარიზებული“.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საუბარია ნიჟნი ნოვგოროდის 96-ე ცალკეული სადაზვერვო ბრიგადის მეთაურზე.

ცნობისათვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან უკრაინელებმა 237 680 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S