Accentnews.ge
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: " NATO-ს გაფართოება პლანეტაზე მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის გასაღებია"

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: " NATO-ს გაფართოება პლანეტაზე მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის გასაღებია"

16/07/2023 08:28:07 მსოფლიო

თურქეთი მხარს უჭერს NATO-ს გაფართოებას მსოფლიოში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ შაბათს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ ალთუნმა განაცხადა.

„თურქეთს მიაჩნია, რომ ალიანსის გაფართოება არის პლანეტაზე მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის გასაღები“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

მისი თქმით, NATO-ს გაფართოების მიმართ ანკარას მხარდაჭერა არ არის მიმართული კონკრეტული ქვეყნისკენ, არამედ მიმართულია ალიანსის უსაფრთხოების ყოვლისმომცველ ორგანიზაციად გადაქცევაზე, რომელიც ხელს შეუწყობს სტაბილურობის მიღწევას.

პოლიტიკოსის განმარტებით, NATO-ს ვილნიუსის სამიტამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ალიანსში უკრაინის გაწევრიანების მიმართ NATO-ს მხარდაჭერა დაადასტურა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S