ФСБ იწმუნება, რომ სიმონიანისა და სობჩაკის მკვლელობა აღკვეთა
15/07/2023 12:52:47 მსოფლიო
რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური ირწმუნება, რომ "უკრაინის სპეცსამსახურების" მიერ პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ტელეწამყვან ქსენია სობჩაკის მკვლელობის მომზადება აღკვეთა.
ამ ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს.
ФСБ-მ განაცხადა, რომ მოსკოვსა და რიაზანის რეგიონში, სავარაუდოდ, დააკავეს "ნეო-ნაცისტები პარაგრაფ-88-ის ჯგუფიდან," რომლებმაც "სიმონიანისა და სობჩაკის სამუშაო და საცხოვრებელ მისამართებზე სადაზვერვო სამუშაოები ჩაატარეს."
მისივე მტკიცებით, დაკავებულების სახლებიდან ამოღებულია კალაშნიკოვის ავტომატი ვაზნებით, რეზინის ხელკეტები, დანები, კასტეტები და ხელბორკილები.
ФСБ-ს თქმით, დაკავებულები, სავარაუდოდ, "უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დავალებით" ამზადებდნენ მკვლელობას და 1.5 მილიონი რუბლის ჯილდოს მიღებას ელოდნენ.


