Accentnews.ge
ზალუჟნიმ პირობა დადო, რომ ყირიმს გაათავისუფლებს მიუხედავად ზოგიერთი მოკავშირის მხრიდან მღელვარებისა

ზალუჟნიმ პირობა დადო, რომ ყირიმს გაათავისუფლებს მიუხედავად ზოგიერთი მოკავშირის მხრიდან მღელვარებისა

14/07/2023 19:05:50 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ The Washington Post-ს განუცხადა, რომ უკრაინას დაუბრუნებს ყირიმს, მიუხედავად ზოგიერთი დასავლელი მოკავშირის შეშფოთებისა კრემლის სავარაუდო რეაქციის შესახებ.

ჟურნალისტების თქმით, ზოგიერთი დასავლელი ოფიციალური პირი "ხშირად ღელავს" რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სავარაუდო რეაქციის თაობაზე, თუ უკრაინული ჯარები შეძლებენ ყირიმში შესვლას.

ზალუზნიმ უპასუხა, რომ ეს არ აინტერესებს და რომ მიზანს მიაღწევს.

„როგორც კი საშუალებები მექნება, რაღაცას გავაკეთებ. ჩემთვის სულერთია - ვერავინ შემაჩერებს!“, - განაცხადა მან.

მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ ყირიმში მყოფი რუსი სამხედროები სხვადასხვა სცენარს განიხილავენ უკრაინის კონტრშეტევის შემთხვევისთვის და რომ ერთ-ერთი მათგანი ნახევარკუნძულიდან უკანდახევაა.

შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა „სტაბილურად მიდის“, მაგრამ იქნება ხანგრძლივი და „ძალიან სისხლიანი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S