ბოდრუმის აეროპორტთან მასშტაბური ხანძარია
14/07/2023 17:15:56 მსოფლიო
თურქეთის სამხრეთით მდებარე მილას-ბოდრუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ ტყის ძლიერი ხანძარია.
თურქეთის სატყეო მეურნეობის გენერალური დეპარტამენტის ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა მუღლას პროვინციაში, აეროპორტის მახლობლად, სოფელ აკიოლსა და კემიკლერს შორის არსებულ ტყეში. ამ რაიონში ჰაერის ტემპერატურა ახლა 43 გრადუსს აჭარბებს, პროვინციაში კი ტყის ხანძრები დღეში რამდენიმეჯერმე ჩნდება.
ხანძრის ჩაქრობაში სულ მცირე 300 მეხანძრე, შვიდი ვერტმფრენი, სამი თვითმფრინავი და რამდენიმე სახანძრო ბრიგადაა ჩართული.


