ესტონეთმა რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი აშშ-ს გადასცა
14/07/2023 17:06:01 მსოფლიო
ესტონეთმა აშშ-ს გადასცა პირი, რომელიც რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი.
კერძოდ, აშშ მას ამერიკაში წარმოებული ელექტრო და საბრძოლო მასალების რუსეთში უკანონოდ შეტანას ედავება უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის მხარდასაჭერად.
ფედერალური პროკურორების ცნობით, ვადიმ კონოსჩენოკი სასამართლოს წინაშე პირველად პარასკევს წარდგება.
პროკურორები საქმის განხილვამდე მის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას ითხოვენ, რადგან არსებობს მისი მიმალვის საფრთხე.
48 წლის კონოსჩენოკი ესტონეთში 2022 წლის ოქტომბერში დააკავეს როდესაც ის რუსეთში გადასვლას ცდილობდა. მას თან ჰქონდა მასალები, რომელთა ნაწილსაც ეხება აშშ-ის საექსპორტო კონტროლი - აცხადებენ პროკურორები.


