რუსეთმა სმოლენსკში პოლონეთის საკონსულო დახურა
14/07/2023 16:58:48 მსოფლიო
რუსეთის ხელისუფლებამ სმოლენსკში მდებარე პოლონეთის საკონსულოს დახურვის ბრძანება გასცა,– ამის შესახებ Interfax მთავრობის პრეს–სამსახურზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემას განუმარტეს, "ეს არის შედეგი პოლონეთის ხელისუფლების არამეგობრული ქმედებებისა, რომლებიც თავიანთი ბუნებით ანტირუსულია. შედეგია ნაბიჯებისა, რომლებიც გადაიდგა საიმისოდ, რომ უკანონოდ ჩამორთმეულიყო რუსეთის ქონება პოლონეთის ტერიტორიაზე".
მაისში პოლონეთმა გადაიბარა ვარშავაში მდებარე სკოლის შენობა, რომელიც ეკუთვნოდა რუსეთის საელჩოს - და განაცხადა, რომ რუსეთს უკანონოდ ჰქონდა ოკუპირებული პოლონეთის სახელმწიფო ქონება. მაშინ რუსეთი საპასუხო ნაბიჯებით დაიმუქრა.


