Accentnews.ge
ბრეგაძე: პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის მალულად გატანას ცდილობდა [ვიდეო]

ბრეგაძე: პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის მალულად გატანას ცდილობდა [ვიდეო]

14/07/2023 16:46:00 საზოგადოება

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა "გაუგებარ ინციდენტს". კერძოდ, მინისტრის თქმით, "მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით".

აქვე მინისტრმა თქვა, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება ექიმებს თავად სამსახურმა მისცა, შესაბამისად, "აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად ჰმატებს ბუნდოვანებას".

მინისტრის თქმით, ექიმს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომელიც "ვერ ექვემდებარება ლოგიკურ ახსნას".

უწყება ავრცელებს კადრებს "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე". მინისტრმა მოუწოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ვინაიდან პოლონეთის საელჩო იყო ჩართული ექიმების ჩამოყვანის პროცესი, მოისმინოს ელჩისგან განმარტება.

ამასთან, როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, 3 ივლისის სააკაშვილის ადვოკატის მიერ წარმოდგენილ წერილში მითითებული იყო, რომ ექსპრეზიდენტთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ ინფორმაცია იყო კონფიდენციალური. თუმცა, მოგვიანებით, როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, „საზოგადოებამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მეშვეობით, პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში იხილა ექიმების საავადმყოფოში შესვლის პროცესი, რასაც მიეძღვნა პოლიტიკური გადაცემები და იმთავითვე თავად დაარღვიეს კონფიდენციალურობა".

პოლონელი მედიკოსების 5-წევრიანი ჯგუფი კლინიკა „ვივამედში“ 12 ივლისს იმყოფებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S