Accentnews.ge
უკრაინამ ომში დაღუპული 62 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ ომში დაღუპული 62 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

14/07/2023 16:28:02 მსოფლიო

უკრაინამ ბრძოლის ველზე დაღუპული 62 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა, - იუწყება უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაციის სამინისტრო.

უწყების ცნობით, მათგან 4 მებრძოლი შეუსაბამო სამედიცინო დახმარების გამო დაიღუპა ტყვეობაში:

"დღეს, უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრები დავიბრუნეთ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან. 62 მოკლული ჯარისკაცის ცხედარი. ოთხი მათგანი მიღებული დაზიანების, ავადმყოფობისა და შეუსაბამო სამედიცინო დახმარების გამო ტყვეობაში დაიღუპა".

უწყება აღნიშნავს, რომ მოკლული სამხედროების ცხედრების გადმოსვენების პროცესი ჟენევის კონვენციის შესაბამისად მიმდინარეობს.

იდენტიფიცირების შემდეგ ცხედრები მათ ოჯახებს გადაეცემათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S