უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა
14/07/2023 16:16:47 მსოფლიო
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაცია უკრაინის საჰაერო ძალების Telegram არხზე ვრცელდება.
უწყების ინფორმაციით, საჰაერო განგაში რუსული MiG-31K-ის აფრენას უკავშირდება. ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია უცნობია.


