Accentnews.ge
იაპონიაში საქართველოს ელჩს თავს დაესხნენ

იაპონიაში საქართველოს ელჩს თავს დაესხნენ

14/07/2023 16:13:37 საზოგადოება

იაპონიაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ლეჟავამ 14 ივლისს განაცხადა, რომ მას და მის მძღოლს იაპონიის დედაქალაქში თავს დაესხნენ.

ელჩმა Twitter-ზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ცდილობს უცნობი მამაკაცი ავტომობილის წინა კარიდან უკანა სავარძელს მისწვდეს.

„მოულოდნელად მან ელჩის მანქანის კარი გამოაღო და თავს დაესხა. ეს გაუგონარია. მადლობა საელჩოს მძღოლს“, – დაწერა ლეჟავამ.

იმავდროულად სააგენტო „კიოდო" სამართალდამცავ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმამდე „საგზაო-სატრანსპორტი ინციდენტი" მოხდა, რომლის დროსაც არავინ დაშავებულა.

მოგვიანებით თემურ ლეჟავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მან არ იცის თავდასხმა მიზანმიმართული იყო თუ არა, თუმცა აღნიშნა, რომ ძალადობა არც ერთ შემთხვევაში არ არის მისაღები.

მომხდარის შესახებ დეტალები არ ვრცელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S