ურალის ატომურ საწარმოში ინციდენტი მოხდა, განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაიცა
14/07/2023 15:29:00 მსოფლიო
ურალის ელექტროქიმიური კომბინატის ურანის გამამდიდრებელ საწარმოში ბირთვული საწვავის ბალონის დეჰერმეტიზაცია მოხდა.
იუწყებიან, რომ შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა საწარმოს თანამშრომლების ევაკუაცია.
მედიის ცნობით, ინციდენტი 14 ივლისის დილას მოხდა.
როგორც სახელმწიფო კორპორაცია "როსატომი" ირწმუნება, ინციდენტი ლოკალიზებულია და ის მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის.
მიმდინარეობს საწარმოს სანიტარული დამუშავება.


